მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებელი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურქეთიდან ჩინეთში პირველი საექსპორტო მატარებელი გაემგზავრა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა. 

როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თურქეთი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გზაზე მტკიცე ნაბიჯებით სვლას განაგრძობს.

მინისტრის თქმით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩინეთს, აზიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას აკავშირებს.

👉 ინფორმაციისთვის, BTK 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ სამ ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის.

👉 BTK საშუალებას იძლევა ტვირთის გადაზიდვაზე დახარჯული დრო 2-ჯერ შემცირდეს. BTK რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე შესვლას.

👉 საერთო ჯამში, 846 კმ-დან 504 კმ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოდის, ხოლო 263კმ-იანი მონაკვეთი საქართველოზე გადის. რკინიგზის 79 კმ კი თურქეთში მდებარეობს.

👉 პირველ ეტაპზე 5 მლნ ტონა ტვირთის ტრანსპორტირებაა დაგეგმილი, შემდეგ ეტაპზე - კი 17 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდება.