მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქოში ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

ხანძარი ბაქოში

ბაქოში, ბინაგადის რეგიონში, საღებავების ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.