მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: ამონიუმის გვარჯილა აფეთქების გამომწვევი ნივთიერებების დასამზადებლადაც გამოიყენება

ბეირუთის აფეთქების შედეგები

„ამონიუმის ნიტრატი, გარდა მოსავლის ნაყოფიერების გაზრდისა, მაღაროებში, აფეთქების გამომწვევი ნივთიერებების დასამზადებლადაც გამოიყენება“, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ სასუქის აფეთქებამ, შესაძლოა, ტოქსიკური გაზების გამოთავისუფლება გამოიწვიოს.

როგორც მედიასაშუალებას ლონდონის ქიმიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ანდრეა სელამ განუცხადა, ეს ნიტრატი სინთეთიკური ნივთიერებაა.

„ამონიუმის ნიტრატს მიწაში ვერ იპოვი, იმიტომ, რომ სინთეთიკური ნივთიერებაა, რომელიც ამიაკისა და აზოტის შერევით მიიღება“, - განმარტავს სელა.

ამასთანავე, BBC წერს, რომ ამონიუმის გვარჯილა მთელ მსოფლიოში მზადდება და შესაძენად იაფია, მაგრამ მისი შენახვა გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება, წარსულში კი სერიოზულ ინდუსტრიულ უბედურ შემთხვევებს იწვევდა.

ცნობისთვის, სამშაბათს მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რა დროსაც, პოლიციასა მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა და საპროტესტო შეკრების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბოლო მონაცემებით, 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების მსხვერპლთა რაოდენობა 154-მდე გაიზარდა, 5 000 დაშავებულიდან კი 120 კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ კომპლექსური ქირურგიული ჩარევები ესაჭიროებათ.