მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას FBI გამოიძიებს

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას FBI შეისწავლის

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას FBI გამოიძიებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დევიდ ჰეილიმ განაცხადა, იუწყება Reuters.

ჰეილის თქმით, აფეთქების გამომწვევი გარემოებების დასადგენად ფედერალური ბიუროს ჩართულობა ლიბანის ხელისუფლებამ ითხოვა.

ბეირუთის პორტში 2700 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 172 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე ათასი მოქალაქე, ხოლო 300 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

ბეირუთის გუბერნატორის შეფასებით, აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი $15 მლრდ-ს შეადგენს.

აფეთქების გამო, მოქალაქეების პროტესტის შედეგად, 10 აგვისტოს, ლიბანის მთავრობა გადადგა.