მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბეირუთში მომხდარ აფეთქებას რუს ბიზნესმენს უკავშირებენ

აფეტქება ბეირუთის პორტში

გემი, რომელიც ბეირუთის პორტში აფეთქდა, 2014 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან ამონიუმის გვარჯილით გავიდა. რუსი ბიზნესმენის კუთვნილი ხომალდის საბოლოო დანიშნულების ადგილი აფრიკის ერთ–ერთი ქვეყანა იყო. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az იტყობინება.

გამოცემის თანახმად, 2 750 ტ ამონიუმის გვარჯილა რუს ბიზნესმენს, ხაბაროვსკელ იგორ გრეშუჩშკინს ეკუთვნოდა. ტრანსპორტიებისას გემი დაზიანდა და ის ბეირუთის პორტში შევიდა შესაკეთებლად. როგორც ირკვევა, ბიზნესმენმა შეკეთების თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას ტვირთი ჩამოერთვა და 6 წლის განმავლობაში უზარმაზარი ოდენობის ამონიუმის გვარჯილა პორტში ინახებოდა.

ტვირთის წარმომავლობის საქართველოსთან კავშირის დასადგენად საინფორმაციო სააგენტო PIA.GE „რუსთავის აზოტს“ დაუკავშირდა.

როგორც პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნულ საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას.

გამოცემის ცნობით, პორტის ერთ–ერთ საწყობში ელექტროშედუღების დროს, როდესაც საწყობის მუშაკები ხვრელების დალუქვას ცდილობდნენ, უსაფრთხოების წესები დაირღვა, რამაც იქვე დასაწყობებული პიტარდების მძლავრი აფეთქება გამოიწვია. ფეთექბადი ნივთიერება ჰაერში ხვდებოდა. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს 2 750 ტონა ამონიუმის გვარჯილა მთლიანად აფეთქდა.

დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია მუდმივად იცვლება, რადგან მაშველები ადამიანების ძებნას განაგრძობენ.

უკანასკნელი ცნობით, აფეთქების შედეგად დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 4000–ს მიაღწია.

ბეირუთის პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ადგილზე განადგურდა საწყობები, სადაც ხორბლის მარაგი ინახებოდა. დაშავებულების დიდ რაოდენობას საავადმყოფოები ვერ აუდიან. ქალაქის მაცხოვრებლების უმეტესობა უსახლკაროდ დარჩა.

ბეირუთის პრეზიდენტმა ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პარტნიორ ქვეყნებს დახმარება სთხოვა.