მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსის ცესკო-მ ლუკაშენკო გამარჯვებულად გამოაცხადა

ლუკაშენკო არჩევნებზე

ბელორუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.

არჩევნების შედეგები ბელარუსის ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცენტალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80,1%, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ტიხანოვსკაიამ 10,12% მიიღო.

სხვა კანდიდატების ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ანდრეი დიმიტრიევი - 1.21%, ანა კანოპაცკაია - 1.68%, სერგეი ჩერეჩნია - 1.14%, ყველას წინააღმდეგ - 4.59%.

ბელარუსში, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოქალაქეები მე-6 დღეა აპროტესტებენ. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა რამდენჯერმე გამოიყენეს. შეტაკებების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი.

აქციებზე დაკავებული 5000-ზე მეტი მოქალაქიდან 1000-მდე უკვე თავისუფალია.