მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს

ბელარუსში აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 3000-მდე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა ოლგა ჩემოდანოვამ განაცხადა, იუწყება გამოცემა tvrain.ru.

მისი თქმით, 3000-დან 1000 მოქალაქე პოლციამ მინსკში დააკავა.

როგორც ოლგა ჩემოდანოვამ აღნიშნა, პოლიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოუყენებია და სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებების დროს არავინ დაღუპულა.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკო-ს წინასწარი შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ხმების 80,23%, ოპოზიციონერ კანტიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 9,9% ერგო.

ხმის მიცემის დასრულებისა და ეგზიტპოლების მონაცემების გამოცხადების შემდეგ, ბელარუსის დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები გაიმართა.

მომიტინგეებმა არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.