მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ოპოზიციონერმა კანდიდატმა მხარდამჭერებს მოუწოდა აქციები აღარ გამართონ

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩრევნების ოპოზიციონერიკანდიდატი

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხარდამჭერებს მოუწოდა აღარ გამოვიდნენ აქციაზე და არ დაუპირისპირდნენ პოლიციას. ამის შესახებინტერფაქსიიუწყება.


მადლიერებითა და სითბოთი მივმართავ ყველა მოქალაქეს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ ამ ხნის განმავლობაში. მოგიწოდებთ კანონის პატივისცემისკენ. არ მსურს სისხლი და ძალადობა. გთხოვთ, არ დაუპირისპირდეთ პოლიციას, არ გამოხვიდეთ მოედანზე, რომ საფრთხე არ შეუქმნათ თქვენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში.


სვეტლანა ტიხანოვსკაია ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება და ის უსაფრთხოდაა. ინფორმაცია ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა გაავრცელა.


ცნობისთვის, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. იმავე დღეს ეგზიტპოლების შედეგები ოპოზიციონერი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსაიას მხარდამჭერებმა მინსკსა და სხვა ქალაქებში აქციებით გააპროტესტეს.

მომიტინგეები სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. 9 აგვისტოს აქციებზე 3000-მდე ადამიანია დაკავებული.


გასული დღის განმავლობაში ბელარუსში კიდევ 2000-მდე ადამიანი დააკავეს. მათ შორის ჟურნალისტებიც არიან. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მასობრივი არეულობის დროს დაიღუპა 1 პირი.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ხმების 80,23%, სვეტლანა ტიხანოვსკაიას კი - 9,9% ერგო.