მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბილ გეიტსი: ნორმალურ ცხოვრებას 1-2 წელიწადში დავუბრუნდებით

მაიკროსოფტის დამფუძნებელი

"კაცობრიობა ნორმალურ ცხოვრებას მხოლოდ Covid-19-ის ვაქცინის შექმნის შემდეგ დაუბრუნდება. ეს 1-2 წელზე ადრე არ მოხდება",- ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, ტესტირებისა და დაკვირვების მეთოდები უკვე საშუალებას აძლევს ქვეყნებს სწრაფად დაადგინონ დაავადების ფოკუსები და დაიწყონ მათი კონტროლი. როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის შემდეგ ნორმალურ, ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნება ადვილი არ იქნება, რადგან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადამიანებს ინფიცირების შიში დარჩებათ.

ბილ გეიტსის განცხადებით, ახლა ქვეყნების თანამშრომლობის დროა და არა ჩინეთის "ნაჩქარევი დაგმობის".