მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბორის ჯონსონის მდგომარეობა დამძიმდა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება. მის მოვალეობას დროებით საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი შეასრულებს.

"კვირას პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გართულდა და ექიმების რეკომენდაციით ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს",- ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი საავადმყოფოში 1 დღის წინ შეიყვანეს. მას კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა.