მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენცია ალყაშია

პოლიციელის ძალადობის წინააღმდეგ აქციაზე ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ამერიკაში აგორებულ საპროტესტო ტალღას ლონდონის მოსახლეობამაც გამოუცხადა სოლიდარობა. პოლიციელის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის წინააღდმეგ აქციის მონაწილეებმა დაუნინგ-სთრითზე, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციას ალყა დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მომიტინგეები ცდილობდნენ რეზიდენციის გალავანზე გადასვლას. ისინი პოლიციელებსა და რეზიდენციის შენობას სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. პოლიციელები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ, შენობაში არ შესულიყვნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციის მხარდასაჭერად ლონდონში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში.

ვაშინგტონში მასშტაბური აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეორგოლი გავრცელდა. 46 წლის ფლოიდს, რომელიც შეუიარაღებელი იყო და მიწაზე იწვა, პოლიციელი კისრის არეში მუხლს 8 წუთის განმავლობაში აჭერდა. შედეგად ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა.

საპროტესტო აქციები გასულ კვირას მინეაპოლისში დაიწყო და მალევე აშშ-ის რამდენიმე შტატს მოედო.