მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბრიტანეთში რესტორნები და ბარები იკეტება

ლონდონი, ბიგ ბენი

ბრიტანეთში კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო, რესტორნები და ბარები საღამოს 10 საათზე დაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი ხალხს და კომპანიებს მოუწოდებს იმუშაონ სახლიდან, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტს კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ ზომებს წარუდგენს.

ჯონსონი სამშაბათს, 20:00 საათზე პირდაპირ ეთერში სიტყვით მიმართავს მოსახლეობას.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან დაკავშირებული განგაშის დონე 3-დან 4-მდე გაიზარდა, რაც ვირუსის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს.