მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეჩნეთში სპეცდანიშნულების რაზმების წევრებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა

ორმხრივი სროლა ჩეჩნეთში

ჩეჩნეთში „როსგვარდიის“ ორი სხვადასხვა ქვედანაყოფის წევრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Meduza იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამი დაჭრილის შესახებ, რომელთა შორის შემთხვევითი გამვლელები არიან. დაპირისპირება სპეცრაზმელებს შორის აჩხოი მარტანის დასახლებაში, კაფე „სმაილთან“ მოხდა, რომელიც გროზნოდან 35 კილომეტრში მდებარეობს.

როგორც თვითმხილველები იუწყებიან, სპეცრაზმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.