მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

ჩეხი მინისტრი გადადგა

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეჩმა თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მინისტრმა მის მიმართ გახშირებული კრიტიკის გამო მიიღო.

ოპონენტები ვოიტეჩს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის არასწორ ტაქტიკაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში ჩეხეთში ყოველდღე 3 ათასზე მეტი დაავადებული ემატება. ყველაზე რთული ვითარებაა ქვეყნის დედაქალაქში პრაღაში.

გადამდგარმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მისი შემცვლელი კორონავირუსს უკეთესად შეებრძოლება.