უცხოეთი

ჩეხური ტურისტული ბიზნესპორტალი TTG: „საქართველოს უკვე აქვს გეგმა, როგორ გაიხსნას უცხოელი ტურისტებისთვის“

ტურიზმი საქართველოში
13:44 20.05
დაკოპირებულია

„საქართველოს უკვე აქვს გეგმა როგორ გაიხსნას უცხოელი ტურისტებისთვის“, - ამ დათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ ჩეხური ტურისტული ბიზნესპორტალი TTG.

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა ევროპისა და აზიის გასაყარზე. საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იქნება, რომელიც კორონავირუსის შემდეგ, უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. ადგილობრივი, ტურისტული სერვისები ფუნქციონირებას უკვე 15 ივნისიდან დაიწყებენ და უცხოელ ტურისტებს 1-ლი ივლისიდან მიიღებენ, - წერს სტატიის ავტორი ტომაშ ნოჰეილი.

„ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, უსაფრთხო დერეფნებს გავხსნით სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩვენთვის ტურისტული თვალსაზრისით საინტერესოა. მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც ტურისტებს უცხოეთიდან მიიღებს“. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი, ასევე, შეჰპირდა ტურისტულ კომპანიებს, რომ სახელმწიფო მათ 2020 წელს უძრავი ქონების გადასახადისგან გაათავისუფლებს და კრედიტისთვის აღებულ თანხებს 1,3 მილიონ ევრომდე დაუფარავს - აქედან 80%-ის გადახდა სასტუმროებზე მოხდება, რომელთა ბრუნვა 5,7 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველომ დღემდე (11.05.2020) კორონავირუსით დაინფიცირებულთა 623 შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 12 გარდაცვლილია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში.

2020 წლის სექტემბერში, საქართველოში, UNWTO-ს პატრონაჟით, ტურიზმის სამომავლო პერსპექტივებზე რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრის შეხვედრა შედგება. UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის გამოცოცხლების მიზნით ანტიკრიზისულ გეგმებს მიესალმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. ვიდეოკონფერენციის დროს, გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა ქვეყნის გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლაში, მოქალაქეების მიმართ აღმოჩენილი მომსახურებები საკარანტინო ზონებსა და მწვანე ზონების გამოყოფა ტურისტულ კურორტებზე - აღნიშნული კონკურენტუნარიანობის სარგებელი აუცილებლად წაადგება საქართველოს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

„ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას პანდემიის შემდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ძალაში რჩება 22 მაისის ჩათვლით. მანამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, დახურულია ყველა მაღაზია და რესტორანი, შეზღუდულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადგილზე თავშეყრა შეუძლია მხოლოდ 3 ადამიანს. 11 მაისიდან აკრძალვები ეტაპობრივად იხსნება.

შეიქმნება მწვანე ზონები, სასტუმროები და სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურა სპეციალური გაიდლაინების მიხედვით ამოქმედდება.

 „საქართველოში შეიქმნება მწვანე, საკურორტო ზონები, რომელიც, როგორც პროექტი, დამოუკიდებლად განხორციელდება, გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საერთო ეროვნულ გაიდლაინებზე, წესებზე, რომელიც განკუთვნილი იქნება ტურიზმის ყველა ინდუსტრიისთვის და დაინერგება სექტორულად - ეს იქნება სასტუმროები, განთავსების, კვების ობიექტები, გიდები, სატრანსპორტო და ტურისტული კომპანიები. უსაფრთხოება ჩვენთვის პირველ ადგილზეა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ განთავსებისა და კვების ობიექტები შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ადგილობრივი უწყებები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ობიექტების სერტიფიცირებებს, რომლებიც პირველად შიდა მოგზაურებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი უცხოელი სტუმრებისთვის გაიხსნება.

„საუკეთესო, რაც საქართველოს გააჩნია, არიან ქართველები. ეს არის მისი საგანძური“, - განაცხადა ტალებ რიფაიმ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, თავიდან ეს ფრაზა თავაზიანი გამონათქვამი ეგონა, მაგრამ საქართველოში ყოფნის დროს დარწმუნდა, რომ ეს სრული სიმართლეა. „სტუმარი ღვთისაა“, - ამბობენ ქართველები და შესაბამისადაც იქცევიან. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პლატფორმის Numbeo-ს შეფასებით, საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში შევიდა, - აცხადებს სტატიის ავტორი ტომაშ ნოჰეილი. 

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო ასოციაციის (INTA) 50-ზე მეტი წევრი დაესწრო დღეს საქპატენტისა და INTA...
22:02
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” - შუახევის, ხელვაჩაურისა და...
21:58
გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ამ დროისთ...
21:47
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა...
21:47
ტურისტული სამზადისი ანაკლიაში ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადის...
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტი...
ჯივიპი ხვალ, ისნის რაიონში, ბოგდან ხმელნ...
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ. მოსა...
ტურიზმის გახსნისთვის სამთავრობო რეგულაცი...
სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა...
დავით ჩიხელიძე: პრემიერი და ოპოზიცია, რო...
პრემიერის მხრიდან მოვისმინეთ საქმიანი, ფაქტებზე დაფუძნებული სიტყვა, რომელიც ნათლ...