მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას - სტეფან ფიერი

„ჯორგია თუდეი“ ბრიტანელ ანტერპრენერ სტეფან ფიერთან ინტერვიუს აქვეყნებს

„ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყენს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით“,- „Georgia Today“ ბრიტანელ ანტერპრენერ, სტეფან ფიერთან, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოს პოსტ-კოვიდიურ საინვესტიციო პოტენციალზე ინტერვიუს აქვეყნებს.

ბიზნესმენის თქმით, საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. როგორც სტეფან ფიერი აცხადებს, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას.

სტეფან, როგორ გაიგეთ პირველად საქართველოს შესახებ და როგორია თქვენი შთაბეჭდილებები?

„ამ ქვეყნის შესახებ პირველად გავიგე დერეკ პიკაპისგან, რომელსაც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰქონა შეხება საქართველოსთან, როგორც ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარეს და რომელიც დაინიშნა საქართველოს საპატიო კონსულად ბრისტოლში. ის სულ მეუბნებოდა, რამდენად ფანტასტიკური იყო საქართველო, როგორი მშვენიერი ხალხი ცხოვრობდა აქ და რომ ნამდვილად უნდა წავსულიყავი იქ და „უბრალოდ ყველაფერი მეყიდა”. ის ქვეყნისთვის ნამდვილი ჩემპიონია. ჩვენ ვიტყვით, რომ ჩვენ ვდებთ ინვესტიციას პროექტში, ვთქვათ ბირმინგემში და ის იტყვის “და რას იტყვით თბილისში ამა და ამ პროექტზე”. მაგრამ ის მართალი იყო, განსაკუთრებით, ქართულ სტუმართმოყვარეობასთან დაკავშირებით და მეც ძალიან დავუახლოვდი ჩემს ქართველ მეგობრებს“,- აცხადებს ბიზნესმენი.

სტეფან ფიერის თქმით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას, რაც ბევრ რამეს ამბობს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ქართველებზეც ამ წესების დაცვისთვის. ეს ბევრს ამბობს ასევე კანონზე, წესრიგსა და დემოკრატიაზე.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს პანდემიის მიღმა და ასევე, როგორია ბიზნესმენის შეხედულება საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, სტეფან პიერმა უპასუხა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, როგორც კი ადამიანები კვლავ შეძლებენ მოგზაურობას.

„ერთ-ერთი მთავარია კომუნიკაცია. კავშირი გაგრძელდება სხვა ფორმით. მე მივეჩვიე ფრენას მთელ მსოფლიოში ბიზნეს პარტნიორებთან შესახვედრად. ახლა ის მხოლოდ ყოველდღიური მგზავრობაა მისაღები ოთახისკენ! ბიზნეს პარტნიორებთან ონლაინ შეხვედრა საკმაოდ მარტივია თუ ისინი მეგობრები ან ძველი პარტნიორები არიან, მაგრამ უფრო რთულია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპზე, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გამოცდილება არ აქვს. ონლაინ ბიზნესი აუცილებლობაა და ის, რაც აუცილებლად გაგრძელდება Covid 19– ის შემდეგ. თუ ჩვენს ეკონომიკას არ განვავითარებთ, ეს არ იქნება კარგი არავისთვის, მათ შორის არც მათთვის, ვინც კორონავირუსით დაავადდება. საავადმყოფოებსა და ექიმებს სჭირდებათ ფული, და თუმცა მე არ გამოვხატავ უპატივცემულობას საზოგადოებრივი მომსახურების სერვისების მიმართ, ისინი, როგორც წესი, ფულის მიმღები არიან და არა მწარმოებლები, არც ეკონომიკის შემქმნელები და მიუხედავად იმისა, რომ ეს აუცილებელია ეკონომიკის არსებობისთვის, ასეთი სერვისების მხარდაჭერა მეწარმეებსა და ბიზნესმენებს ევალებათ. ჩვენი, როგორც მეწარმეების, პასუხისმგებლობაა ამ სისტემების გამოკვება და მათი შენარჩუნება. მეწარმეებს, რომლებიც აპირებენ საწარმოს შექმნას, ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელიც სცილდება საკუთარი თავისთვის ფულის გამომუშავებას, რაც ნიშნავს, რომ მათ თავიანთი საზოგადოებები უნდა გამოკვებონ. კაცობრიობა გადაურჩება ამ ვირუსს. მართალია, რთული ვითარება შეიქმნა, მაგრამ ჩვენ პოზიტიური დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო პანდემიას, რაც ბევრ რამეს ამბობს არა მხოლოდ მთავრობაზე, არამედ ქართველებზეც ამ წესების დაცვისთვის. ეს ბევრს ამბობს ასევე კანონზე, წესრიგსა და დემოკრატიაზე. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, როგორც კი ადამიანები კვლავ შეძლებენ მოგზაურობას. ბრიტანელები შეჩვეული არიან ესპანეთსა და საფრანგეთში, ევროპაში მოგზაურობას. საქართველო ცოტა უფრო შორია, ცოტა უფრო ეგზოტიკური. მასში არის რაღაც - დიდი მთები სათხილამუროდ და სალაშქროდ, საზღვაო კურორტები შავი ზღვის სანაპიროზე, რეგიონები და სოფლები მთებში სასეირნოდ და ეგზოტიკური ბუნება ფრინველებზე დაკვირვებისთვის. საქართველომ [შესანიშნავი] მოგონებები დამიტოვა; - აქ მართლაც შესანიშნავი ადგილებია. თბილისი არის ყველასთვის, ვისაც სურს ნახოს კოსმოპოლიტური ქალაქი, საკვები, ატმოსფერო და ხალხი; არასდროს მიგრძვნია თავი დაუცველად. და ეს სტუმართმოყვარეობა“,- ამბობს ბიზნესმენი.

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს პრესტიჟულობა, განსხვავებულობა. თუმცა არ იგულისხმება მასობრივი ტურისტული ლოკაციების შემცირება, რადგან საქართველო არის ისეთი რამ, რისი გაყიდვაც შესაძლებელია ექსკლუზიურად, ძვირადღირებულობის გარეშე.

„იქაურ ქალაქებს აქვთ კოსმოპოლიტური ატმოსფერო, განსაკუთრებით თბილისს. უამრავი საინტერესო ადგილია წასასვლელად და სანახავად. 40 წლამდე ადამიანების უმრავლესობა შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად, ასე რომ, აქ ბიზნესის წარმოება ან შვებულების დროს ვიზიტი პრობლემა არ არის. მე ყოველთვის ძალიან მარტივად მიმაჩნდა ქართველებთან კომუნიკაცია. დავინახე, რომ ისინი პროგრესულები არიან, უყვართ თავიანთი ქვეყანა და საქმე. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო კარგად არის განთავსებული რუკაზე და ბოლო დროს აშშ-ს შტატში ნაკლებად ერევათ“,- აცხადებს ბრიტანელი ბიზნესმენი და ქველმოქმედი.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობს სტეფან ფიერი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე, იგი პასუხობს, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს.

„გამიკვირდა, რამდენად ადვილი იყო ხალხის გაცნობა და რამდენად სურდათ მათ დახმარების შემოთავაზება. ადამიანები, რომლებიც სამთო პროექტზე მუშაობდნენ, რომელთან შეხებაც ჩვენ გვქონდა უშუალოდ - მთხრელებით და სატვირთო მანქანების მძღოლებით დაწყებული მაღაროელებით დამთავრებული - ყველა ძალიან მეგობრული და ხელგაშლილი იყო. ეს მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც თქვენ მიდიხართ ახალ ქვეყანაში ბიზნესის საკეთებლად. ყველა იმ ადგილას, სადაც მე ვყოფილვარ, ენის გამოწვევები, ხალხის დაინტერესება და ნდობა ძირითადი ფაქტორებია. როდესაც ქართველები ამბობენ, რომ რამეს გააკეთებენ, ჩემი გამოცდილებით, ისინი ამას აკეთებენ. ინვესტორისთვის, რომელიც სადმე აპირებს ბიზნესის განვითარებას, ეს რეალური სარგებელია. ერთია, რამე წერილობით გქონდეს, მაგრამ თუ არ ენდობი შენს პარტნიორს სიტყვის შესრულებაში, ბიზნესის წარმოება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ აღმოვაჩინეთ ქართველებთან მუშაობა ძალიან მარტივია. მათ სურთ იხილონ ინვესტიცია, რომელიც მუშაობს საქართველოსთვის. მე საქართველოს აღვიქვამ, როგორც პატარა ქვეყანას, რომელსაც დიდი გული აქვს“,- აცხადებს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ბრიტანული ბიზნესისთვის განსაკუთრებით საინტერესო სასტუმროების ბიზნესია საქართველოში და ასევე სამთომოპოვებითი საქმიანობა.

„ჩემთვის გამოწვევა და ეს გლობალური მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიაშიც გამოწვევა, არის ის, რომ ვერ გეტყვით, რამდენად მალე აღდგება ის. თუმცა, ნამდვილად არსებობს შესაძლებლობები. სათხილამურო კურორტზე და სანაპიროზე დასვენება კვლავ პოპულარული იქნება პანდემიის შემდეგ და ისეთი შესაძლებლობები გვექნება, რომლელთათვისაც თვალი გახელილი უნდა გვქონდეს, მათ შორისაა დახურული სასტუმროების თემატიკაც, რომლებსაც პანდემიამდეც მცირე კაპიტალი ჰქონდათ და ახლა ინვესტიციებისა და განახლების მოლოდინში არიან.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით ამ შესაძლებლობების დანახვას და თუ სად არის შესაძლებელი თავდაპირველი მენეჯმენტის დაბრუნება. ბოლოს და ბოლოს, მათ შექმნეს ბიზნესი და სამწუხარო იქნებოდა იმის ნარჩენების შეგროვება, რაც მათ და მათ ოჯახებმა დაკარგეს, რადგან არავინ ელოდა მომხდარს. თუ პანდემია დასრულდება 12-18 თვეში, ინვესტიციების ძებნის დრო არის ახლა, რათა მოამზადოთ თქვენი ბიზნესი ერთ წელიწადში შერჩევის ეტაპისთვის.

მე ვურჩევდი ნებისმიერ საერთაშორისო ბიზნესმენს, რომელიც საქართველოში ინვესტიციის ჩადებას აპირებს, არ დაივიწყოს ის ხალხი, ვინც ეს ბიზნესი ააწყო და დაფიქრდეს, თუ არის მათი ხელახალი დასაქმებისა და პროექტში ჩართვის საშუალება. ჩემს ცხოვრებაში აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივების ჩართვა ბიზნესში ბევრად სასარგებლოა თქვენივე წარმატებისთვის. საქართველოშიც ბევრი რამის წარმოება იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გამო, რომელიც საქართველოს მთელს მსოფლიოსთან აქვს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ „Fear Group“ ვაკვირდებით. მე ვიტყოდი, ვისაც სურს საწარმოო ბიზნესის დაარსება, დროულად უნდა დაიწყოს ძებნა, რადგან ვფიქრობ, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველოში ბევრი ადამიანი დაიწყენს ბიზნესს, რადგან ეს ქვეყანა აზიის კარიბჭეა, შესანიშნავი ადგილი უამრავი შესაძლებლობით.

საქართველოს ჰყავს უამრავი ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა მეწარმე, ვისაც რაღაცის შექმნა სურს. ჩემი აზრით, ქვეყანა გახდა ძალიან თანამედროვე დემოკრატია და აქვს უზარმაზარი პოტენციალი, საკმაოდ დიდი რაოდენობის მიწითა და ახალგაზრდით. ქალაქებში მენტორობის სქემის შექმნა კარგი იქნებოდა. ადამიანებისთვის, რომლებიც ბიზნესს იწყებენ, ერთ–ერთი პრობლემა ისაა, თუ სად უნდა მიიღონ რჩევა. მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ რჩევის გამცემი პირები სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონენი იყვნენ. როდესაც მეწარმეობას იწყებ, თუნდაც მცირე საოჯახო ბიზნესში, შეიძლება ძალიან მარტოსულად იგრძნო თავი, როდესაც საქმე არასწორად წარიმართება და შენ არავინ გყავს რჩევა რომ კითხო. ზოგჯერ, რთულ მომენტში პატარა სწორი რჩევების მიღებამ შეიძლება კოლაფსის საფრთხის წინაშე მდგომი მცირე ბიზნესი გლობალურ საწარმოდ გადააქციოს. ვფიქრობ, რჩევის სტრუქტურა კარგია და ძლიერი დემოკრატიის ნიშანია. საქმე იმაშია, რომ წარმატებულებს იშვიათად აქვთ დრო სხვების დასახმარებლად. ამას განსაკუთრებული ადამიანი სჭირდება და მთავრობამ უნდა მოძებნოს ასეთი ადამიანები. მეწარმეებმა უნდა იზრუნონ იმ საზოგადოების პროგრესზე, სადაც ისინი ცხოვრობენ კეთილდღეობისა და სიმდიდრის შექმნით. საქმე არ არის მხოლოდ თქვენ მიერ მოპოვებულ სიმდიდრეში, ბევრი რამ უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას, რომ ფსკერისკენ ვარდნის საშიშროება აღარ იყოს და შეიქმნას ერთიანი სამეწარმეო სულისკვეთება, რაც ბევრ ქვეყანას აკლია. საქართველოს, რადგან უფრო ახალი და კარგად დამკვიდრებული დემოკრატიაა, შესაძლებლობა აქვს გააკეთოს რაიმე განსაკუთრებული ამ მხრივ.

მე ორი წლის წინ თბილისში ყოფნისას ახალგაზრდა მეწარმეებს ვუკითხავდი ლექციებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს და დღემდე ჩემთან მიმოწერა აქვთ. მე მათ ვუთხარი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც აკეთებთ: - წადით წარმოებაში, ააშენეთ თქვენი ბიზნესი, მაგრამ ააშენეთ ის გულით და არა მხოლოდ ფულის გამომუშავების მიზნით. შესაძლებლობები არ ქრება და კრიზისში კიდევ უფრო მეტია: ჩნდება „უფს“ და ამ ხარვეზების გამოსწორება და საწარმოს შექმნა ნიშნავს სხვების გათვალისწინებას. ბიზნესის შექმნისას, როდესაც ეს გააკეთე და მილიონობი იშოვე, ხელი გაიშვირე გარეთ და მიეხმარე მათ, ვინც კვლავ ცდილობს, რადგან ისინი არიან, ვინც ამ პანდემიის შემდეგ კეთილდღეობას შექმნიან მსოფლიოში. თუკი საქართველომ უბრალოდ შეძლო ამის გადალახვა, მე მის დიდ მომავალს ვხედავ ტურიზმში, წარმოებასა და მეწარმეებში, რომლებიც მიზნისკენ მიისწრაფვიან“,- აცხადებს ბრიტანელი ანტერპრენერი.

საუბრის ბოლოს სტეფან ფიერი დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიდი კავშირი არსებობს ისეთი აქტიური ელჩების მეშვეობით, როგორიც არის სოფიო ქაცარავა.

„ქართველი ელჩები მშვენიერები იყვნენ. ისინი ნამდვილად დაეხმარნენ საქართველოს და ამას აკეთებენ თავიანთი სტილითა და გამჭრიახი გონებით. ისინი ნამდვილად შთამაგონებელნი არიან. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიდი კავშირი არსებობს. ისეთი აქტიური ელჩების მეშვეობით, როგორიც ამჟამად გვყავს დიდ ბრიტანეთში - სოფიო ქაცარავა - ურთიერთობა გაგრძელდება და Brexit–მა ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს: პიროვნებები იგივე არიან, მეგობრობა არ შეცვლილა.

„Fear Group“ კვლავ დაინტერესებულია საქართველოთი. ახლაც იქ ვიქნებოდი, რომ არა ვირუსი. სინამდვილეში, ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, მათ შორისაა ჩვენი ძველი სამთო მოპოვებითი ამბიციები, რომლებსაც Covid-19 აფერხებს. ჩვენ კი საქართველოსთვის სპეციფიკურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, Georgia Today იქნება პირველი, ვინც შეიტყობს ამ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ“,- განაცხადა სტეფან ფიერმა.