უცხოეთი

ჩინელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა

ფრანგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში მომზადდა.
11:26 13.07
დაკოპირებულია

უჰანის ლაბორატორიაში დასაქმებულმა ჩინელმა მეცნიერებმა ქვეყანა დატოვეს და დასავლეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყეს. სწორედ მათი ინფორმაციის საფუძველზე სდებენ ბრალს ჩინეთს სპეცსამსახურები. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფთხოების საკითხებში სტივ ბენონმა The Daily Mirror-თან საუბარში განაცხადა.

„ჩინელი მეცნიერები ჯერ არ აკეთებენ კომენტარს მედიაში, მაგრამ ლაბორატორიისა და სხვა ინსტიტუტების თანამშრომლებმა, რომლებიც დასავლეთში ჩამოვიდნენ, კორონავირუსის წარმოშობასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირის შესახებ მტკიცებულებები წარადგინეს. ვფიქრობ, საზოგადოება დაიშოკება“, - ამბობს ბენონი.

მისი აზრით, დასავლეთის სპეცსამსახურებს დამაჯერებელი მტკიცებულებები აქვთ პეკინის წინააღმდეგ ბრალდების დასამტკიცებლად. ბენონის თქმით, მათ ასევე დაადგინეს იმ მეცნიერების ვინაობა, რომლებიც „ჩინეთიდან თებერვლის შუა რიცხვებში გაიქცნენ“.

29 აპრილს დონალდ ტრამპმა ამერიკელ სპეცსამსახურებს დაავალა დაეწყოთ გამოძიება ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის შესაძლო შეთქმულების შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში არსებული ვირუსის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.

მანამდე, აპრილის დასაწყისში, ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფრანგმა ლუკ მონტანიემ, რომელმაც აივ ინფექციის აღმოჩენისთვის საერთაშორისო პრემია მიიღო, განაცხადა, რომ კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. მისი თქმით, კოვიდ-19 შეიმუშავეს მოლეკულურმა ბიოლოგებმა, მასში დაამატეს აივ ინფექციის ნაწილი, რითიც ცდილობდნენ შეექმნათ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა.

მიდმინარე წლის აპრილის დასაწყისში, ამერიკულმა ტელეარხმა Fox News-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი უჰანის ლაბორატორიის თანამშრომელი იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჟოო ლიჟიანის თქმით, კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიაში შექმნის ვერსიას არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია.

ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში დაფიქსირდა. ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესახებ ოფიციალურად 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Covid-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

13 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელებულია 7 581 525 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 571 518-ს შეადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში ფიქსირდება.

ჰაერის ტემპერატურის საზომი

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

15-დან 17 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვი...
12 წუთის წინ
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მმართველობის 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდეს...
00:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
23:55 14.08
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრა...
23:54 14.08
„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემ...
23:41 14.08
ქართული ოცნების ლიდერები ჩუმლაყში „ქართული ოცნების” ლიდერებმა ჩუმლაყში სამაცივრ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართ...
ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, „ნ...
„ჩვენ ყველამ ერთად ურთულესი არჩევნები გამოვიარეთ 2012 წლის ოქტომბერში. თქვენი თა...
18:41 14.08
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსი...
შენჯენში კოვიდინფიცირების ფაქტის დაფიქსირების გამო სავაჭრო მოლი დაიხურა. 200 ადა...
თამაზ გაიაშვილმა „ლელოში“ საქმიანობა დას...
ავიაკომპანია „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, თამაზ გაი...