მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა GPS-ის ალტერნატივაზე მუშაობა დაასრულა

GPS-ის  ალტენატივა

ჩინეთის ამბიციები ყოველწლიურად იზრდება, მას ზესახელმწიფოებრობა სურს და კონკურენტად მხოლოდ შეერთებულ შტატებს განიხილავს. პეკინის გაცხადებული მიზანი, რომ სახალხო რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავზე - 2049 წელს იყოს პლანეტის #1 სახელმწიფო, სულ უფრო რეალური ხდება.

ჩინეთის ეკონომიკა ზომით მეორეა, შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ ჩინეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც კოსმოსში პილოტირებული მისია განახორციელა და 20-იან წლებში მთვარეზე სტუმრობასაც გეგმავს. ჩინეთი ასევე მეორეა თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობით. ჩინეთს უკვე აქვს Google-ისა და Viza-ს ალტერნატიული ვარიანტები. ამჯერად პეკინმა GPS სისტემის ალტერნატივის BeiDou-ს დასრულების შესახებ განაცხადა.

ჩინურმა სანავიგაციო სისტემამ მოქმედება 2018 წელს დაიწყო, ბოლო 55-ე სატელიტი კი 23 ივნისს გაეშვა.

BeiDou-ს გარკვეული ეკონომიკური ეფექტიც ექნება, თუმცა მისი მთავარი ხიბლი უფრო პოლიტიკურია, ამ ნაბიჯით ჩინეთმა შეერთებულ შტატებზე დამოკიდებულება კიდევ უფრო შეამცირა და საკუთარი უსაფრთხოება გაზარდა.

სანავიგაციო სისტემა რუკების სიზუსტეზე, ადამიანისა და სხვა უძრავი ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრაზეა პასუხისმგებელი.