მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთმა უჰანის საზღვრები გახსნა

ჩინეთმა უჰანის საზღვრები გახსნა

კოვიდინფექციის კერად დასახელებულ უჰანში, რომელიც 76 დღის განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი იყო, ჩინეთის ხელისუფლებამ დღეს საზღვრები გახსნა და მოსახლეობას ქალაქიდან ავტომობილებით გასვლის უფლება მისცა. ქალაქიდან გამავალი მაგისტრალების გახსნას ჩინეთის ცენტრალული ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

უჰანი 23 იანვრიდან, ფაქტობრივად, იზოლირებული იყო კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ქალაქთან ტრანსპორტით დაკავშირება აიკრძალა. არ მუშაობდა მეტრო, ავტობუსები და წყლის ტრანსპორტი. არ ფუნქციონირებდა აეროპორტი და რკინიგზა. ქალაქის მცხოვრებლებს უჰანის დატოვება განსაკუთრებული ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ.

28 მარტიდან უჰანში სარკინიგზო მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგა, ხვალიდან, 8 აპრილიდან კი საჰაერო მიმოსვლაც ნაწილობრივ განახლდება.

ჰუბეის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უჰანის მცხოვრებლები ქალაქიდან გასვლას იმ პირობით შეძლებენ, თუკი ისინი სრულად არიან გამოჯანმრთელებული და სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. როგორც დღეს გახდა ცნობილი, COVID-19-ის გავრცელების დღიდან 7 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.