მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში კოვიდინფიცირების მინიმალური შემთხვევები ფიქსირდება

კორონა  ჩინეთი

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული კლება ფიქსირდება.

ბოლო 24 საათში ჩინეთის მასშტაბით, კოვიდ-19-ით მხოლოდ 4 ადამიანი ინფიცირდა. ვირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება დროის ამავე პერიოდში. ჩინეთში სულ კოვიდინფიცირებულია 82 ათასზე მეტი ადამიანი. რაც შეეხება განკურნებულებს, მათი რაოდენობა 78 302-მდე გაიზარდა. კოვიდ-19-ს ჩინეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე 4634 ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, კოვიდინფექცია პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსმა უკვე 210 ქვეყანა მოიცვა.