მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

CNN-ის ჟურნალისტი პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა

CNN ჟურნალისტი დააკავეს

CNN-ის ჟურნალისტი ომარ ხიმენესი მინესოტას პოლიციამ პროფესიული მოვალების შესრულების დროს, მინეაპოლისის საპროტესტო გამოსვლების გაშუქებისას, პირდაპირ ეთერში დააკავა.

დაკავებამდე კორესპონდენტმა გარკვევით აუხსნა პოლიციელებს, რომ პრესის წარმომადგენელი იყო, თუმცა ჟურნალისტი, პროდიუსერი და ოპერატორი ამ დრომდე დაკავებულები არიან.

მინეაპოლისში საპროტესტო გამოსვლები მას მერე დაიწყო, რაც პოლიციელის მიერ დაკავების დროს, შავკანიანი მოქალაქე გარდაიცვალა. ქალაქში ზედიზედ უკვე მესამე დღეა, დემონსტრაცია გრძელდება. დემონსტრანტებმა პოლიციის შენობას ცეცხლი წაუკიდეს. დამწვარია ასევე არაერთი სავაჭრო ცენტრი და მაღაზია.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში 26 მაისს გავრცელდა, ნათლად ჩანს, როგორ აჭერს მუხლს თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან მოქალაქეს, ის კი ამ დროს იმეორებს „ვერ ვსუნთქავ“, „ყველაფერი მტკივა“, „არ მომკლათ, გთხოვთ“.

ტრამპმა მოუწოდა ფედერალურ ბიუროს და ყველა შესაბამის უწყებას, დაჩქარდეს გამოძიება.

ამ დროისათვის პოლიციელი, რომელმაც მოქალაქე მოკლა, სამსახურიდან გათავისუფლებულია, თუმცა არ არის დაკავებული.

სოციალურ ქსელებში უამრავი სელებრითი და ცნობილი ადამიანი თავის მიმართვებს აზიარებს და ჯორჯ ფლოიდს მხარს უჭერს.