მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაპირისპირება ბელარუსში - მომიტინგეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

მინსკში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

ბელარუსში, მინსკის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინსკის ცენტრში მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის. მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

„წადი, ბელარუსი ჩვენი სახლია“- ამ შეძახილებით სკანდირებენ დემონსტრანტები. მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი.

ცნობისთვის, 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძოდა, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, არჩევნებზე ხმების 79,9 %-ით ლუკაშენკო ლიდერობს.