მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონალდ ტრამპის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტრამპის უფროს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილს, დონალდ ტრამპ-უმცროსს კორონავირუსი დაუდასტურდა.  მას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ cnbc.com იუწყება. 

42 წლის დონალდ ტრამპი-უმცროსი მამამისის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. არჩევნების დღეს ის თეთრ სახლში გამართულ წვეულებაში მონაწილეობდა, რომლის შემდეგ კორონავირუსი იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ტრამპის საარჩევნო შტაბის უფროსს მარკ მედოუზს.

მოქმედმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსით ოქტომბერში ინფიცირდა. მან კლინიკაში რამდენიმე დღე გაატარა, ტრამპის გარდა კორონავირუსით მისი ცოლი მელანია და უმცროსი შვილი ბერონიც დაავადდნენ.