მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლუკაშენკო ლიდერობს

არჩევნებში ლუკაშენკო ლიდერობს

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Unian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკომ არჩევნებზე ხმების 79,7% მიიღო.

ბელარუსში ადგილობრივი დროით კენჭისყრის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა. პრეზიდენტობისთვის სულ 5 კანდიდატი იბრძოდა. მოქალაქეებმა ლუკაშენკო ოპონენტების დევნაში არაერთხელ დაადანაშაულეს. თავის მხრივ ბრალდებას პრეზიდენტი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ქაოსს ვერ დაუშვებს. ლუკაშენკო ბელარუსს სათავეში 1994 წლიდან უდგას.