მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა COVID 19-ის ჩინური ვაქცინა გაიკეთა

კიმ ჩენ ინი

ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა გადასცა. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის საკითხებში ამერიკელმა ექსპერტმა ჰარი კაზიანისმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მისი თქმით, ეს ინფორმაცია მან იაპონიის დაზვერვისგან მიიღო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, მისი ოჯახის წევრებს და მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირს კორონავირუსისგან ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ჯერჯერობით უცნობია რომელმა კომპანიამ მიაწოდა ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ეს ვაქცინა და არის თუ არა ის უსაფრთხო.

ამჟამად ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე სამი კომპანია მუშაობს. ესენია Sinovac Biotech Ltd, CanSinoBio და Sinophram Group. ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინის კვლევები დასრულებული არ არის.