მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: აია-სოფიას სტატუსის ცვლილებით შეცდომა გამოვასწორეთ

თურქეთის ლიდერი 2020

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, აია-სოფიასთვის სტატუსის ცვლილებით, ხელისუფლებამ 1934 წელს დაშვებული შეცდომა გამოასწორა.

მისი თქმით, მეჩეთი კვლავ დაცული იქნება როგორც კულტურული ძეგლი.

„აია-სოფია, სტატუსის შეცვლის მიუხედავად, დაცული იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი“,- აღნიშნა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, სასამართლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ 83 მლნ-იანი მოსახლეობის სურვილი შეასრულა.

„ჩვენ შეასრულეთ თურქეთის 83 მლნ მოქალაქის ნება. 1934 წელს იგი მუზეუმად გადაკეთდა. ახლა ჩვენ შეცდომას ვასწორებთ. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აია-სოფიას თურქეთის სასამართლოსა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სტატუსი მიმდინარე წლის 10 ივლისს შეეცვალა და ის მეჩეთად გადაკეთდა. მიუხედავად ამისა, მეჩეთი ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის კვლავ ღია იქნება.