მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ესპანეთში კომენდანტის საათი კვლავ ამოქმედდა

ესპანეთი მადრიდი

ესპანეთში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი კვლავ ამოქმედდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩენის განცხადებით, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 06:00 იმოქმედებს და ძალაში ორშაბათიდან შევა.

„საგანგებო ზომების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ რეგიონებს შორის სატრანსპორტო გადაადგილება აკრძალოს“, - აცხადებს სანჩესი.

სანჩესმა ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგულაციების 15 დღიდან 6 თვემდე გაგრძელების თხოვნით მიმართა.

ესპანეთში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უკიდურესად რთულს უწოდებს.

ინფორმაციისთვის, რაიონებს შორის გადაადგილებას განსაზღვრავენ რეგიონალური ლიდერები და, სავარაუდოდ ეს დამოკიდებულია სამუშაო და სამედიცინო საჭიროებებზე.

worldometers-ის მონაცემებით, ესპანეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1 მლნ-ს აჭარბებს.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

🛑 კორონავირუსს ქართველი ექიმი ემსხვერპლა

🛑 თბილისში კორონავირუსის ახალი 788 შემთხვევა დადასტურდა - 25 ოქტომბრის მონაცემები

🛑 ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1928 შემთხვევა დადასტურდა

🛑 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმივად განახლებადი ინფორმაციები