მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი ლიბანს €33 მლნ-ს გამოუყოფს

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირი ლიბანს აფეთქების შედეგად დანგრეული დედაქალაქის აღსადგენად დახმარების სახით €33 მლნ-ს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ჰასან დიაბთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, იუწყება Deutsche Welle.

„შემდგომი დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების შესაბამისად მიიღებს“,-აღნიშნა ფონ დერ ლეინმა.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას, ევროკომისიის ხელმძღვანელმა და ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების საკითხი განიხილეს.

5 აგვისტოს ევროკავშირმა ლიბანის დასახმარებლად ასზე მეტი სპეციალისტი და სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500-მდე დაშავდა. მომხდარის გამო, ლიბანში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

განახლებული ინფორმაციით, ბეირუთში აფეთქების შედეგად ზარალი 10-15 მლრდ დოლარს შეადგენს.