მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Facebook-ის თანამშრომლებმა ონლაინ გაფიცვა მოაწყეს

ფეისბუქის ლოგო

Facebook-ის თანამშრომლებმა, რომლებსაც ადმინისტრაციამ ტრამპის პოსტების წაშლა აუკრძალა, ონლაინ გაფიცვა მოწყეს. საუბრაია პრეზიდენტისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების პოსტებზე, რომლებშიც ისინი საპროტესტო აქციებზე ეროვნული გვარდიის გამოყენებას უჭერენ მხარს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, Facebook-ის თანამშრომლების უმეტესობა დღემდე დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

ზოგიერთმა თანამშრომელმა ადმინისტრაციას წერილი გაუგზავნა, რომელშიც, გადაწყვეტილების არ შეცვლის შემთხვევაში, მას სამსახურიდან წასვლით დაემუქრა. ზოგიერთმა დასაქმებულმა კი უკმაყოფილება სოციალუქ ქსელებში, მათ შორის Twitter-ზე გამოხატა.

ათეულზე მეტი ამჟამინდელი და ყოფილი ყოფილი თანამშრომელი დარწმუნებულია, რომ არსებული კრიტიკა ყველაზე სერიოზული გამოწვევაა მარკ ცუკერბერგისთვის, რომელიც დაარსების დღიდან Facebook-ს უდგას სათავეში.

ამერიკის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გასულ კვირაში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო დაიწყო. აქციები და შეტაკებები პოლიციელებთან ქვეყნის ბევრ ქალაქში კვლავ გრძელდება.