მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გეგმავს თუ არა რუსეთი გამარჯვების აღლუმზე ქართველი და უკრაინელი ლიდერების მიწვევას?

აღლუმი რუსეთში

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და საქართველოს ლიდერების, მოსკოვში, გამარჯვების დღის აღლუმზე მიწვევის შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ვერავინ დაიკვეხნის, რომ ქვეყნების ლიდერებს შორის დიალოგის პრესპექტივას პოზიტიური დინამიკა აქვს.

”სამწუხაროდ, გარკვეული კონტაქტების არსებობის მიუხედავად, ჩვენ ვერ დავიკვეხნით პოზიტიური დინამიკის განვითარებით დიალოგთან დაკავშირებით.დინამიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იცავდნენ სახელმწიფოს მეთაურები თავიანთ დანაპირებს და ვალდებულებებს,” - განაცხადა მან სატელევიზიო ეთერში.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაური მეორე მსოფლიო ომაში გამარჯვებას უკრაინელ და ქართველ ხალხს ყოველწლიურად ულოცავს.

ცნობისთვის, 9 მაისის თარიღთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსკოვში 24 ივნისს ჩატარდება.