მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში ბავშვები სკოლებს უბრუნდებიან

გერმანელი მოსწავლეები სკოლებში ბრუნდებიან 

გერმანიაში სკოლები გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ათასობით ბავშვი სასწავლო დაწესებულებას, მარტის შემდეგ, პირველად უბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ კონტაქტის დროს ვირუსის გავრცელების რისკის გამო, შემცირდება სასწავლო საათები და კლასში მოსწავლეთა რაოდენობა. ამასთანავე, გაკვეთილებს შორის შუალედში, მოსწავლეებს მოუწოდებენ, დაიცვან სოციალური დისტანცია.

როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ჯერ კიდევ გრძელდება დებატები, უნდა ატარონ თუ არა პირბადეები ბავშვებმა, მაგრამ რადგან გერმანიის რეგიონებში განათლების განსხვავებული სისტემაა, გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ.

გარდა ამისა, მსჯელობენ როგორ აარიდონ საფრთხე ხანდაზმულ მასწავლებლებს, რისთვისაც ზოგიერთი კლასისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება განიხილება.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 მილიონს აჭარბებს. რაც შეეხება გერმანიას, ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 212,328 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხი 9,161-ს შეადგენს.