მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიბაუსკაიტე ლუკაშენკოს: წადი, მომავალი არ გაქვს

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი

ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„ლუკაშენკო წადი, ბელარუსში მომავალი არ გაქვს“, - წერს ექს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ბელარუსში საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დღიდან, 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო. საერთაშორისო დამკვირვებლებმა როგორც წინასაარჩევნო გარემო, აგრეთვე, უშუალოდ არჩევნების პროტესტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასეს.

ევროპის ქვეყნების ლიდერები ახალ სანქციებზე ალაპარაკდნენ. სამთავრობო ეგზიტპოლების გამოქვეყნებას მინსკისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში პროტესტი იმავე ღამეს მოჰყვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ასეული მომიტინგე. დაკავებულთა რაოდენობამ 5000-ს გადააჭარბა.