მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გუტერეში: სამყაროს არ ექნება მომავალი, თუ აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გაგრძელდება

გაეროს გენერალური მდივანი

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაპირისპირება თუ გაგრძელდა, სამყაროს მომავალი არ ექნება.

როგორც გუტერეშმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ორი ქვეყნის დაპირისპირება სამყაროს დაყოფს.

„პროცესები შეიძლება სამხედრო განხეთქილებად გარდაიქმნას. ეს თავიდან უნდა ავიცილოთ“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა თავის გამოსვლაში კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებაც ისაუბრა და მას აპოკალიფისის მხედარი უწოდა.