ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 389 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ერთ დრსი კორონავირუსით ინფიცირების 11 106 შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნული მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში უკვე მე-4 ადგილზეა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 309 389 ფაქტია გამოვლენილი. გარდაცვლილია ჯამში 8 890 ადამიანი.