მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ავიაკატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს დუბაიდან კალიკუტას მიმართულებით ასრულებდა, კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი კერალას შტატში ჩამოვარდა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან მფრინავები და მგზავრები. დაშავებულია 35 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

ბორტზე სულ 191 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის მგზავრების უმეტესობა ევაკუირებულია.