მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა (ვიდეო)

ინდონეზიაში ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ლომბლენზე ვულკანი ლევოლოტო ამოიფრქვა. ვულკანის ფერფლი ატმოსფეროში 4 კმ-ის სიმაღლეზე ავიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვულკანის ამოფრქვევამდე რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს სასწრაფოდ ტოვებს. ზოგიერთ ადამიანს ვულკანური ფერფლით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება.

ინდონეზია ე.წ. ცეცხლის რკალში მდებარეობს. წყნარი ოკეანის ამ ტერიტორიაზე ძლიერი სეისმური აქტივობა შეინიშნება და ბევრი მოქმედი ვულკანი არსებობს.