მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირების 1283 ახალი შემთხვევა - ეპიდსიტუაცია უკრაინაში

უკრაინის დროშა

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1283 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 49 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების 21 შემთხვევა დაფიქსირდა, კოვიდვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 1283-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, უკრაინაში კორონავირუსთან გამკლავება 22 ათასზე მეტმა პაციენტმა შეძლო.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.