მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო

თურქეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა

ირანის დედაქალაქ თეირანის პროვინციაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელმა ალირეზა ზალიმ განაცხადა, იუწყება INSA.

„ბოლო დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ თეირანში მესამე ტალღა უკვე დაიწყო“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, მეორე და მესამე ტალღებს შორის დროის ინტერვალი მცირე იყო.

როგორც მან განმარტა, შტაბმა უკვე მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომები კვლავ ამოქმედდეს, რომელთა შორის ერთ-ერთი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლაა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება ირანში ოფიციალურად 15 ივლისს გამოცხადდა.

ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება.

ბოლო მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 183-ით გაიზარდა და 24 118 შეადგინა, ხოლო ინფიცირების მაჩვენებელმა ჯამში 422 140-ს მიაღწია.