მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა

ირანის დროშა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანში კოვიდვირუსი 3134 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 160 ათასს გადააჭარბა.

worldometers-ის მონაცემების თანახმად, ასევე ბოლო 24 საათში ირანში გარდაცვალების 70 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 8012-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, მათი რიცხვი 3 ივნისის მონაცემებით 125 ათასს აღემატება.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულია 6 მილიონზე მეტი ადამიანი.