უცხოეთი

იტალიასა და ესპანეთში შეზღუდვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესო აქციები იმართება (ვიდეო)

იტალიაში არსებული
შეზღუდვების გამო აქცია
გამართეს
18:08 სამ. 27 ოქტომბერი
დაკოპირებულია

იტალიაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა შეზღუდვებს აწესებს, რის გამოც საზოგადოება პროტესტის ნიშნად აქციებს მართავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო და საზოგადოება გაჩერებას არ გეგმავს. ათასობით მომიტინგე მოუწოდებს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ გადახედონ გამკაცრებულ შეზღუდვებს.

არსებული ინფორმაციით, ტურინის ცენტრში უამრავი ძვირადღირებული მაღაზია, მათ შორის Gucci გაანადგურეს, რადგან ღამით ახალგაზრდების ბრბო ქუჩებში გამოვიდა.

ტურინში პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, როდესაც ისინი ცდილობდნენ წესრიგის დამყარებას.

მილანში მინიმუმ 28 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს პოლიციისკენ ლომბარდიის დედაქალაქში.

barselona_o_h.jpeg

დემონსტრაციები დაიწყო ასევე ესპანეთში მას შემდეგ, რაც გამკაცრდა შეზღუდვები ყველა რეგიონში გარდა კანარის კუნძულებისა.

ესპანეთში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კომენდანტის საათი კვლავ ამოქმედდა.

ამის პარალელურად მომიტინგეებმა ბარსელონაში ნაგვის ურნებს ცეცხლი გაუჩინეს, სანამ მათ ქმედებაში სპეცრაზმი ჩაერეოდა.

როგორც ცნობილია, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 15 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მთავრობა მისი 6 თვის გაგრძელებას მოითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვადა შესაძლოა 2021 წლის მაისის დასაწყისამდე გახანგრძლივდეს.

ესპანეთში, კატალონიის რეგიონის ხელისუფლება განიხილავს შაბათ-კვირის „დაბლოკვის დაწესებას“ კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

ამ და სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებით უამრავი ხალხი შეიკრიბა ბარსელონას ქუჩებში, რაც სპეცრაზმთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ესპანეთში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეის მდგომარეობით ესპანეთში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობაა 1 156 498, აქედან 35 031 ადამიანი გარდაიცვალა.

შეტაკებები პოლიციასა და საზოგადოებას შორის ხდებოდა მილანში.

„თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება”, - ყვიროდა ხალხი ქალაქის ცენტრში პოლიციასთან დაპირისპირებისას. ზოგიერთი მათგანი ყვიროდა შეთქმულების თეორიების შესახებ, როგორიცაა ”კორონავირუსი არ არსებობს”.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, მილანში დაკავებული 28 ადამიანიდან 13 არასრულწლოვანი იყო, ხოლო ტურინში ხანძრისა და ძარცვისთვის ექვსი ადამიანი დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი იყო ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდა და დააკავეს 17 წლის გოგონასთან ერთად, ხოლო ეგვიპტის ორი მოქალაქე დააკავეს გუჩის მაღაზიაში ძარცვისთვის.

HuffPost–ის თანახმად, დახურვის წინაშე 80 000 პიცერია დგას , ასობით ათასი ადამიანი კი პოტენციურად არ მუშაობს.

დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს წარადგენს ღონისძიებათა პაკეტს ახალი შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად.

დღეის მდგომარეობით იტალიაში კორონავირუსის 542,789 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან268,626 განიკურნა, ხოლო 37,479 გარდაიცვალა.

❗საპროტესტო აქციების გაგრძელება ხვალაც იგეგმება.

🔴 ინფორმაციისთვის, კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების გამო შეზღუდვები გაამკაცრა, რის მიხედვითაც ქვეყანაში ბარები და რესტორნები 6 საათზე უნდა დაიკეტოს.

აგრეთვე დაიხურა კინოთეატრები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, რიგ რეგიონებში დაწესდა კომენდანტის საათი და ა.შ. შეზღუდვები ძალაში გუშინ, 26 ოქტომბერს შევიდა.

გთავაზობთ ფოტო-ვიდეო გალერიას აქციებიდან იტალიასა და ესპანეთში, რომელსაც უცხოური მედია ავრცელებს.

milani_o_h.jpeg

turini_o_h.jpeg

aktsia_o_h.jpeg


კორონავირუსი მსოფლიოში

66 მლნ კოვიდინფიცირებული - პანდემიის გლო...

ამავე მონაცემების თანახმად, იზრდება როგორც გარდაცვლილთა, ასევე, გამოჯანმრთელებულ...
00:08
ელისაშვილის თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ფეხების ბაკუნი არ არის. ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცი...
22:17 პარ. 4 დეკემბერი
მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი რთულ პოლიტიკურ პროცესშია შესული. ამასთან, ექს-პრეზიდენტი ა...
21:45 პარ. 4 დეკემბერი
ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ტიკარაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. „დიახ კმაყოფილი ვარ. ვიცი კრიტიკ...
21:09 პარ. 4 დეკემბერი
გამოცემის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების ინიციატორი მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მ...
20:43 პარ. 4 დეკემბერი
გაერთიანებულ სამეფოში
საქართველოს ელჩმა, სოფიო
ქაცარავამ დედოფალ
ელისაბედ მეორეს
რწმუნებათა სიგელები
გადასცა

სოფიო ქაცარავამ დედოფალ ელისაბედ მეორეს რწმუნ...

ბუკინგემის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ, დიპლომატიური კორპუსის მარშალმა ალისტერ ჰარისონმა,...
20:32 პარ. 4 დეკემბერი
19:11 პარ. 4 დეკემბერი
ინაშვილი: ჩვენი წინადადებების პაკეტი მკა...
ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ დამოუკიდებლად მოქმედებს და მკაფიოდ აქვს გაწ...
18:54 პარ. 4 დეკემბერი
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი ს...
როგორც მან მატარებლის გაშვების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,...
18:52 პარ. 4 დეკემბერი
ბჟანია: საქართველო ჩვენთვის დღესაც საფრთ...
„მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ სამხედრო საფრთხეები უფრო თვალსაჩინო გახდა. საქართვ...