მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იტალიის პრემიერი: ბრძოლის დასრულებამდე შორს ვართ

იტალიის პრემიერი, 2020

"ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ბრძოლის დასრულებამდე" , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"უკვე მეორე ფაზაში გადავდივართ. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას. ჯერ კიდევ შორს ვართ ბრძოლის დასრულებამდე. იმისათვის რომ ეს ბრძოლა დასრულდეს ჩვენ ერთმანეთის თანადგომა გვჭირდება", - განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 226 699-ს შეადგენს, worldometers-ის მონაცემების თანახმად, იტალიაში ვირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 32 169 ადამიანი ესხვერპლა, ხოლო კოვიდინფექცია 129 401-მა პაციენტმა დაამარცხა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია უჰანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის. კოვიდ-19-მა მსოფლიოს 210 ქვეყანა მოიცვა. ინფიციირებულია 5 მილიონზე მეტი ადამიანი.