მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯო ბაიდენმა ფეხი მოიტეხა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ფეხი ორ ადგილას მოიტეხა. ბაიდენმა ტრავმა ძაღლთან თამაშის დროს მიიღო. მას ფეხი მოუცურდა და წაიქცა.  ამის შესახებ kob.com იუწყება. 

ბაიდენს ექიმებმა ფეხის ტერფის მოტეხილობა დაუდგინეს. მას რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდა. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამომრჩეველთა კოლეგიის სხდომა, რომელზეც ბაიდენის გამარჯვებას ოფიციალურად დაადასტურებენ, 14 დეკემბერს გაიმართება.