მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვი აღშფოთებულია „აშშ–ში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევით“

კადიროვის კომენტარი აშშ-ს აქციებზე

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი გაეროს მიმართავს, წინ აღუდგეს აშშ–ში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფას.

რუსი პოლიტიკოსის ასეთი რეაქცია შტატებში აგორებულ საპროტესტო ტალღას მოჰყვა. ის ამბობს, რომ „პოლიციელები პირადად ასამართლებენ ხალხს ამერიკის ქალაქების ქუჩებში: გუდავენ, სცემენ, მანქანებით ეჯახებიან“.

კადიროვის ამ განცხადების ფონზე აღსანიშნავია, რომ მანამდე თავად ჩეჩნეთის ლიდერი გაეხვა სამოქალაქო კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2017 წლის აპრილში „ნოვაია გაზეტამ“ ჟურნალისტური გამოძიებით დაადგინა, რომ ჩეჩნეთში ლგბტ–ებს დევნიან და საიდუმლო ციხეებიც კი არსებობს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისთვის. თავად კადიროვმა მაშინ განაცხადა, რომ „ჩეჩნეთში გეები არ არსებობენ“.

შეგახსნებთ, რომ დავაკების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მიმართ პოლიციამ ძალა გამოიყენა, რის შედეგადაც მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. დაკავების კადრების ინტერნეტში გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.