მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კადიროვმა იმ ექიმების გათავისუფლება ბრძანა, რომლებმაც სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირე გააპროტესტეს

ჩეჩნეთის ლიდერი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გუდერმესის სამედიცინო პეროსნალის გათავისუფლება ბრძანა, რადგან მათ დამცავი აღჭურვილობისა და სამედიცინო საშუალებების სიმცირე გააპროტესტეს.

"პროვოკატორები უნდა გაათავისუფლონ. ჩვენ ყველაფერი საკმარისი გვაქვს - აღჭურვილობა, კოსტუმები, ნიღბები, ჟანგბადი, მედიკამენტები. პირიქით, ჩვენ შეგვიძლია დახმარების გაწევა სხვა რეგიონებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 30-40 ათასი, მინიმუმ ანტი-ვირუსული ტანისამოსი, ჩვენ მილიონობით ნიღბს ვყიდულობთ ”, - აღნიშნა კადიროვმა მტავრობის სხდომაზე.

14 მაისს გუდერმესის საავადმყოფოს თანამშრომლებმა საპროტესტო სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს. მათი განცხადებით საავადმყოფო კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალოდ მზად არ არის.

კორონავირუსით სამედიცინო პეროსნალის ინფიცირების ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არცთუ იშვიათია. რუსული მედიის ნცობით, მოსკოვში კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 2000 წარმომადგენელს დაუდასტურდა, რომელთაგან 16 გარდაიცვალა.