მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადა წამლების მასობრივ ექსპორტს კრძალავს

კანადა წამლების ექსპორტს კრძალავს

კანადამ ზოგიერთი გამოწერილი მედიკამენტის მასობრივი ექსპორტი ქვეყანაში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად აკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის გეგმის საპასუხოა, რაც იმას გულისხმობს, რომ კანადიდან შეტანილი წამლები ამერიკელებისთვის უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდება.

მიუხედავად იმისა, რომ კანადაში გამოწერილი წამლების ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ზოგიერთ ქვეყანაში, ისინი აშშ–ზე უფრო იაფია.

გამოცემის ცნობით, კანადის წამლების წამყვანმა მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ტრამპის მიერ განხორციელებული გეგმა დეფიციტს გამოიწვევს.

მათივე ინფორმაციით, კანადის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა მედიკამენტების 68%-ს საზღვარგარეთიდან იღებს და ამიტომ მნიშვნელოვანია მარაგების შეფერხებების თავიდან აცილება.