მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხორვატიაში მიწისძვრის დროს დაშავებული 15 წლის გოგონა გარდაიცვალა

ნგრევა ზაგრებში

ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებული 15 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა მიღებული.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ 27 ადამიანი დაშავდა, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.

ზაგრებში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 მარტს გამთენიისას მოხდა, რასაც ქალაქში სერიოზული მასშტაბის ნგრევა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქში 250-მდე ობიექტია დაზიანებული.