მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კონგოში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევები დაფიქისრდა

ებოლა კონგოში

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ მბანდაკაში ებოლას ვირუსით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, საეჭვო შემთხვევების ნიმუშები, რომლებიც ბიომედიცინის ეროვნულ ინსტიტუტს (INRB) გადაეგზავნა, დადებითი აღმოჩნდა.

”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენ ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევბი გვაქვს, მბანდაკაში. ამიტომ, მე პირადად ვგეგმავ იქ წასვლას, რათა ტექნიკური დახმარება გავუწიო რეაგირების გუნდს",-აღნიშნა მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში ებოლას ვირუსს უკვე 4 ადამიანი ემსხვერპლა.