მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა- ეპიდვითარება ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება.

worldometers -ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 14 556 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 529 ათასს გადააჭარბა. ასევე ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდ-19-ით 732 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი ამ დროისთვის 30 046-ს შეადგენს. რაც შეეხება გამოჯანრთელებულებს, ბრაზილიაში კორონავირუსის დამარცხება 211 080-მა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, ვირუსით ინფიცირების ზრდის კუთხით კვლავ ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.