მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირების 30 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა- ეპიდვითარება ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები

ბრაზილიაში კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებელი რეკორდულად იზრდება. worldometers -ის მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 30 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 498 440-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდვირუსს 890 ადამიანი ემსხვერპლა, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 28 834-მდე გაიზარდა. რაც შეეხება განკურნებულებს, ბრაზილიაში კოვიდინფექციის დამარცხება 205 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ცნობისთვის, კოვიდინფექციის მაჩვენებლის ზრდის მიხედვით ბრაზილია მეორე ადგილზე ინაცვლებს, ამ კუთხით კვლავ პირველ პოზიციაზეა ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიო მასშტაბით 6 მილიონზე მეტი ადამიანი კოვიდინფიცირებულია.