მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლიბანის პრემიერ-მინისტრის დანიშნულმა მუსტაფა ადიბმა უარი თქვა ახალი მთავრობის შექმნის მცდელობებზე

ლიბანი ბეირუთი

ლიბანის პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული მუსტაფა ადიბი უარს აცხადებს ახალი მთავრობის შექმნის მცდელობებზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, მუსტაფა ადიბმა რეფორმებისადმი პოპულარული მოთხოვნების ფონზე უარი განაცხადა ახალი მთავრობის შექმნის მცდელობაზე.

მას დეტალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ არსებული მოხსენების თანახმად, სირთულეები გამოწვეულია შიიტური პარტიების მიერ, რომლებიც ცდილობენ გააკონტროლონ ფინანსთა სამინისტრო და აირჩიონ მინისტრები კაბინეტში.

„ლიბანი, სექტანტური ხაზით გაყოფილი, მწვავე ეკონომიკურ კრიზისშია“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლიბანის წინა მთავრობა თანამდებობიდან გადადგა, ბეირუთში აფეთქების გამო არსებული რისხვის ფონზე, რამაც დედაქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა.

მთავრობამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსახლეობამ აფეთქებაში ლიბანის მთავრობა დაადანაშაულა. კერძოდ, მთავრობას დაუდევრობაში ედავებოდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი ლიბანის პოლიტიკურ დაჯგუფებებს მოუწოდებს სწრაფად შექმნან ახალი მთავრობა.

ცნობისთვის, ბეირუთის პორტში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც ადგილზე 6 წლის განმავლობაში ინახებოდა. აფეთქების შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, 6000 კი, დაშავდა.